სს ,,თელასი” აცხადებს №51/08 ფასთა ღია გამოკითხვას MMO-110 ტიპის გამთიშველის ამძრავის შესყიდვაზე

30 იანვარი 2013 წ.


სს ,,თელასი” აცხადებს №51/08 ფასთა ღია გამოკითხვას MMO-110 ტიპის გამთიშველის ამძრავის შესყიდვაზე


1) ფასთა ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, შემოთავაზებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.


2) დოკუმენტაცია ქართულ ან რუსულ ენებზე პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე,  სამუშაო საათებში  2013 წლის 12 თებერვლის 18.00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვანის ქ. #3, სს ,,თელასის” სათაო ოფისი, შესყიდვების განყოფილება.


3) დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.


4) ფასთა ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით (ფასების ცხრილის და ტექნიკური აღწერილობის ელ. ვერსია ქართულ და რუსულ ენებზე დისკზეც) უნდა წარმოადგინონ ქართულ და რუსულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2013 წლის 13 თებერვალს  10:00-დან 13:00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, ვანის ქ. #3, კანცელარია.  საკონკურსო შემოთავაზება (მათ შორის ფასების ცხრილი) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.


5) ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.


6) საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.


7) დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 2013 წლის 13 თებერვალს  16:00 საათზე. მონაწილეებს, სურვილის შემთხევაში, ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ კომისიის სხდომას.


დამატებითი ინფორმაცია  პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ  შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე +995 (32) 2779853, +995 (32) 2779855; megi.khosroshvili@telasi.ge

jordans for sale womens