სს ,,თელასი” აცხადებს №14-K-09 ღია კონკურსს შავი ლითონის მასალების შესყიდვაზე

30 იანვარი 2013 წ.


სს ,,თელასი” აცხადებს №14-K-09 ღია კონკურსს შავი ლითონის მასალების შესყიდვაზე


1) ღია კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, შემოთავაზებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.


2) საკონკურსო დოკუმენტაცია პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე,  სამუშაო საათებში  2013 წლის 28 თებერვლის 18.00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვანის ქ. #3, სს ,,თელასის” სათაო ოფისი, შესყიდვების განყოფილება.


3) დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოცემულია საკონკურსო დოკუმენტაციაში.


4) ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და საკონკურსო წინადადებები დედნების სახით (ფასების ცხრილის და ტექნიკური აღწერილობის ელ. ვერსია ქართულ და რუსულ ენებზე დისკზეც) უნდა წარმოადგინონ ქართულ და რუსულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2013 წლის 1 მარტს 10:00-დან 13:00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, ვანის ქ. #3, კანცელარია.  საკონკურსო შემოთავაზება (მათ შორის ფასების ცხრილი) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.


5) ალტერნატიული საკონკურსო წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.


6) საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია საკონკურსო დოკუმენტაციაში.


7) დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 2013 წლის 1 მარტს 17:00 საათზე. მონაწილეებს, სურვილის შემთხევაში, ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ კომისიის სხდომას.


დამატებითი ინფორმაცია  საკონკურსო პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ  შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე +995 (32) 2779853, +995 (32) 2779855; megi.khosroshvili@telasi.ge

Climacool Vent M