სს "თელასი"-ს განცხადება

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეღავათებით ისარგებლებენ სს „თელასი“-ს ის აბონენტები, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება თვეში (მარტი, აპრილი, მაისი) არ აღემატება 200 კვტ/სთ.  

შეღავათები მოიცავს ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების საფასურის ანაზღაურებას. „თელასი“ არ განახორციელებს მთავრობის შეღავათით მოსარგებლე მომხმარებლების ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას.

თუ აბონენტმა უკვე დაფარა მარტის თვის გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აისახება სააბონენტო ბარათზე შემდგომში ხარჯის დაფარვის მიზნით.

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით სს „თელასი“ SMS-შეტყობინების მეშვეობით ელექტრონულ ქვითრებს დააგზავნის.

6 აპრილიდან ქაღალდის ქვითრების ნაცვლად მომხმარებლები მიიღებენ SMS-შეტყობინებას, სადაც აისახება ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების დავალიანების ოდენობა და გადახდის ვადები. შეტყობინება ასევე მოიცავს ინფორმაციას მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას კილოვატსაათებში. 

აბონენტების სატელეფონო ნომრების განახლების მიზნით სს „თელასი“ მოგმართავთ თხოვნით დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლ ცენტრს ნომერზე: 2 77-99-99; დარეგისტრირდეთ კომპანიის ვებ გვერდზე: Telasi.ge;  გააგზავნოთ შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე: telasi@telasi.ge ან მობილური ტელეფონიდან ნომერზე 90033 - 222#  და აბონენტის ნომერი .

მოსახლეობის და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად სს „თელასი“ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას. 

Nike