სს "თელასი" განაგრძობს მუშაობას თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო სს „თელასი“-ს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.   

23 მარტიდან კომპანიის მომსახურების ცენტრებში მომხმარებელთა მიღება დროებით შეჩერებულია. კომპანიის მომხმარებლებმა დისტანციური მომსახურებით უნდა ისარგებლონ.

სს „თელასი“-ს ყველა შესაბამისი სამსახური შეუფერხებლად მუშაობს თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად.

„თელასი“-ს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია call-ცენტრის (2 77-99-99),  კომპანიის  ოფიციალური facebook-გვერდის: (ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი) და ვებ-გვერდის (www.telasi.ge) მეშვეობით.

ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე telasi@telasi.ge.

ვებ-გვერდზე (my.telasi.ge.) რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირების და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ.

Marki