სს "თელასის" განცხადება

სს „თელასი“-ს ყველა სამსახური გამართულად და შეუფერხებლად მუშაობს თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად.

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით „თელასი“-ს თანამშრომელთა ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს დისტანციური მომსახურებით ისარგებლონ.

ვებ-გვერდზე (my.telasi.ge.) რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირების და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ.

ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე telasi@telasi.ge. განმცხადებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით.

„თელასი“-ს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდის (www.telasi.ge), კომპანიის  ოფიციალური facebook-გვერდის: (ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი) და call-ცენტრის (2 77-99-99) მეშვეობით.