სს "თელასის" 2019 წლის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია "თელასმა" 2019 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2019წელი

2018წელი

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

5 877

5 627

+4,5%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

2 902,6

2 970,3

-2,3%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

657,4

632,4

+4%

2019 წელს კომპანია „თელასმა“ 2 902,6 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2,3% (67,7 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2018 წლის მოხმარების მოცულობაზე (2 970,3 მილიონი კვტ*სთ). მოხმარების მოცულობის კლება გამოწვეულია იმით, რომ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი - კომპანია „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მონაწილე გახდა და კომპანია „თელასისგან“ შესყიდვებს აღარ ახორციელებს. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო 2018 წლის 1 მაისიდან ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ შესყიდვები თავისუფალ ბაზარზე.

2019 წელს 2018 წელთან შედარებით 2,6%-ით (72 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 2 746,9 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირება ასევე განაპირობა ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის თავისუფალ ბაზარზე გასვლამ.

2019 წელს სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 4%-ით (25 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 657,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 591,8 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 65,6 ათასი – იურიდიური პირი. 

2019 წელს კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 877 კმ შეადგინა, რაც 4,5%-ით (250 კმ-ით) აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (5 627 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა. www.telasi.ge 
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება. www.interrao.ru

Women Air Jordan 1 Mid "Crimson Tint" 852542-801 Pink White Online, Price: $88.58 - Air Jordan Shoes, nike air max bw shop online paypal card free