სს "თელასის" 2019 წლის ცხრა თვის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2019 წლის ცხრა თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2019წლის

9თვე

2018წლის

9 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

5 840

5 562

+5%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

2 154,9

2 226,5

-3,2%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

651

625,4

+4,1%

2019 წლის ცხრა თვის მონაცემებით კომპანია „თელასმა“ 2 154,9 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 3,2% (71,6 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2018 წლის ცხრა თვის მოხმარების მოცულობაზე (2 226,5 მილიონი კვტ*სთ). მოხმარების მოცულობის კლება გამოწვეულია იმით, რომ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი - კომპანია „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მონაწილე გახდა და კომპანია „თელასისგან“ შესყიდვებს აღარ ანხორციელებს. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო 2018 წლის 1 მაისიდან ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ შესყიდვები თავისუფალ ბაზარზე.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,4%-ით (72 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 2 063,5 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირება ასევე განაპირობა ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის თავისუფალ ბაზარზე გასვლამ.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებით 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,1%-ით (25,5 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 651 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 586,5 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 64,5 ათასი – იურიდიური პირი. 

2019 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 840 კმ შეადგინა, რაც 5%-ით (278 კმ-ით) აღემატება 2018 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს (5 562 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.www.telasi.ge
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება.www.interrao.ru