სს "თელასი"-ს ფინანსური მხარდაჭერით სტუ-შიპირველისაერთაშორისოსამეცნიეროკონფერენცია გაიხსნა

სს "თელასი"-ს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ორგანიზებით თბილისში იმართება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“.

კონფერენციაში ენერგეტიკის სფეროს ქართული და უცხოური სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სპეციალისტები მონაწილეობენ. საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა 11 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კონფერენციის მონაწილეთა წინაშე მოხსენებით  სს "თელასი"-ს ტექნიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად  ვაშაკიძე წარსდგა. დამსწრე საზოგადოებას მან კომპანიის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. 

კომპანია "თელასი" უკვე მრავალი წელი თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

***

სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი "ინტერ რაო" - დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. "ინტერ რაო"-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. "ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.