სს "თელასის" 2019 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია "თელასმა" 2019 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2019წლის

6თვე

2018წლის

6 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

5 767

5 508

+4,7%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

1 452

1 501

-3,2%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

645,4

618,3

+4,4%

2019 წლის პირველ ნახევარში კომპანია "თელასმა" 1 452 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 3,2% (49 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2018 წლის პირველი ნახევრის მოხმარების მოცულობაზე (1 501 მილიონი კვტ*სთ). მოხმარების მოცულობის კლება გამოწვეულია იმით, რომ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი - კომპანია "ბი ეფ დი სი ჯორჯია", ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მონაწილე გახდა და კომპანია "თელასისგან" შესყიდვებს აღარ ანხორციელებს. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო 2018 წლის 1 მაისიდან ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ შესყიდვები თავისუფალ ბაზარზე.

2019 წლის იანვარ-ივნისში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 5,2%-ით (75 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 1 375 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირება ასევე განაპირობა ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის თავისუფალ ბაზარზე გასვლამ.

სს "თელასის" აბონენტთა რაოდენობა 2019 წლის 6 თვის მონაცემებით 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით (27,1 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 645,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 581,6 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 63,8 ათასი – იურიდიური პირი. 

2019 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 767 კმ შეადგინა, რაც 4,7%-ით (259 კმ-ით) აღემატება 2018 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს (5 508 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა. www.telasi.ge 
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება. www.interrao.ru