სს "თელასმა" საპილოტო პროექტი "მისტიური მომხმარებელი" საკუთარი ინიციატივით განახორციელა

მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასმა“ საპილოტო პროექტის „მისტიური მომხმარებელი“ განსახორციელებლად საკონსულტაციო კომპანია დაიქირავა.

„თელასის“ ინიციატივამ უნდა გამოავლინოს, რამდენად შეესაბამება მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

პილოტური პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც თბილისში 2019 წლის აპრილის და მაისის თვეებში განხორციელდა, კომპანიამ „სერვის კონსალტინგი - ანალიტიკური ჯგუფი“ სს „თელასის“ ბიზნეს ცენტრის „საბურთალო“ და call-ცენტრის მუშაობა შეამოწმა. პროექტის შემდგომ ეტაპებზე კომპანიის დანარჩენი ბიზნეს ცენტრების მუშაობაც შემოწმდება.

პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებს „თელასის“ მენეჯმენტი შეისწავლის და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 პროექტი „მისტიური მომხმარებელი“ პირველად საქართველოში 2017 წლის იანვარში საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დანერგა, ხოლო ამ პილოტურ პროექტს კომპანია „თელასი“ საკუთარი ინიციატივით ანხორციელებს, რათა უფრო დეტალურად შეისწავლოს და აღმოფხვრას მომხმარებელთა მომსახურების სფეროში არსებული ხარვეზები.

„კომპანია „თელასის“ მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა გახლავთ. აქედან გამომდინარე, „თელასის“ მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება ეს კვლევა ჩაეტარებინა. კომპანია შემდგომშიც აპირებს განაგრძოს მუშაობა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ინოვაციური სერვისების დასანერგად“ - განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა. www.telasi.ge 
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება. www.interrao.ru

jordan shoes for sale outlet womens