სს "თელასის" ტექნიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

სს "თელასის" ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ სხვა სამსახურში გადასვლის გამო თანამდებობა დატოვა.

ვახტანგ ქინქლაძემ კომპანია "თელასში" მუშაობა 2010 წელს დაიწყო. 2013 წელს ის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

ვახტანგ ქინქლაძის კომპანიაში მუშაობის პერიოდში მრავალი პროექტი განხორციელდა, რომელთა მიზანი იყო თბილისის ელექტრომომარაგების საიმედოობის და ხარისხის გაუმჯობესება, სიმძლავრეების გაზრდა ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.

კომპანია "თელასის" მენეჯმენტი მადლობას უხდის ვახტანგ ქინქლაძეს გაწეული მუშაობისთვის და უსურვებს წარმატებას ახალ ასპარეზზე.