შეტყობინება სს "თელასის" აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ

სააქციო საზოგადოება "თელასი" (აქ და შემდგომ - სს "თელასი", "საზოგადოება") გაცნობებთ 2019 წლის 13 მაისს აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ, კრების (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად) შემდეგი დღის წესრიგით:

  1. 2018 წლის სამუშაოს შედეგების წლიური ანგარიშისა და საზოგადოების 2018 წლის წლიური ფინანსური ანგარიშგების ფასს-ის მიხედვით დამტკიცების შესახებ.
  2. საზოგადოების მოგების, მათ შორის დივიდენდების გადახდის (გამოცხადების), და ზარალის განაწილების შესახებ 2018 ფინანსური წლის შედეგების მიხედვით.
  3. საზოგადოების აუდიტორის დამტკიცების შესახებ 2019 წლისთვის.
  4. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ.

სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიის შესადგენად სააღრიცხვო დღეა 2019 წლის 17 აპრილი.
საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილია - საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ.№ 3.
საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების დროა 17 საათი 00 წუთი ადგილობრივი დროით.
აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა 16 საათი 30 წუთი ადგილობრივი დროით.
აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
მეწარმეთა შესახებ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე შეტყობინების დანართში ა წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისათვის.
სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2019 წლის 22 აპრილიდან 2019 წლის 13 მაისის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

2019 წლის 13 მაისს
სს "თელასის" აქციონერთა წლიური
საერთო კრების ჩატარების შესახებ შეტყობინების

დანართი “ა”

 დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის

სს „თელასის“ წესდების მე-10 მუხლის მე-10.14 პუნქტის შესაბამისად, სს "თელასის" (შემდგომ - საზოგადოება) საერთო კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებას საზოგადოება აქვეყნებს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, ასევე განათავსებს ინტერნეტის ქსელში საზოგადოების ვებ-საიტზე, აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად გამოქვეყნებას ექვემდებარება დღის წესრიგი, დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

შეტყობინებას კრების მოწვევის შესახებ თან უნდა დაერთოს პროცედურის აღწერილობა, რომლის თანახმად აქციონერს შეუძლია შეამოწმოს თავისი უფლება კრებაში მონაწილეობაზე კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში.

სს "თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს 2019 წლის 12 აპრილის რეკომენდაციები

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებას შესთავაზა:

"2018 ფინანსური წლის შედეგების მიხედვით დივიდენდები არ იქნას გადახდილი".

გადაწყვეტილება სს „თელასის“ აქციონერების წლიური საერთო კრების რეკომენდაციის შესახებ სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო 2019 წლის 12 აპრილს (სამეთვალყურეო საბჭოს 12.04.2019 წ. №219 ოქმი).

2019 წლის 13 მაისის აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობაზე სს "თელასის" აქციონერთა უფლების შემოწმების პროცედურის აღწერილობა

კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე, აქციონერს შეუძლია შეამოწმოს თავისი უფლება კრებაში მონაწილეობაზე სს "თელასის" რეგისტრატორთან - სს „ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ (ხელშეკრულება №სრ-394/515, 2014 წლის 1 აპრილი), შემდეგ მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის პრ. №74ა (მოსაშვილის ქ. №11) ტელ.: (995 32) 222-53-51, 25-15-60.ფაქსი: (995 32) 225-15-60.

Jordan Jumpman Pro AJ12.5