კომპანია "თელასი"-ს განცხადება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიწის სამუშაოების წარმოების დროს გარე ორგანიზაციამ დააზიანა 35 კვ ძაბვის კაბელი, რომელიც დაკავშირებულია სს "თელასი"-ს ქვესადგურთან "სანაპირო".

კაბელის დაზიანების გამო 5 აპრილს 13:50 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა საბურთალოს რაიონის 17 ათას აბონენტს.

მიუხედავად იმისა, რომ კაბელი არ არის "თელასი"-ს საკუთრებაში, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად აწარმოა აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს 16:05 საათზე აღუდგა.

"თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

კომპანია მოუწოდებს ყველა ორგანიზაციას აწარმოონ მიწის სამუშაოები "თელსთან" შეთანხმებით, რათა მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს.