სს "თელასის" მხარდაჭერით მოზარდთა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

სს “თელასი” განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის სასწავლო სახელოსნოების მოწყობისა და აღჭურვის პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე" ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში 11 იანვარს სს "თელასის" დაფინანსებით "სახელობო სკოლის" მოსწავლეთა ნაკეთობების ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა, წარმოდგენილი იყო ფერადი ლითონებისგან და მინანქრისგან დამზადებული სამკაულები, მინის ნაკეთობები, სამკერვალო ნაწარმი  და თექისგან დამზადებული ნივთები.

პროექტის მხარდაჭერა სს "თელასმა" 2010 წელს დაიწყო. ამ წლების მანძილზე "თელასის" დახმარებით მოეწყო და სათანადოდ აღიჭურვა ახალი სახელოსნოები - ხის, მინის და ლითონის დამუშავების ტექნოლოგიების, კერვის და სახვითი ხელოვნების შესასწავლად. უკვე არსებული სასწავლო სახელოსნოების გაერთიანების შედეგად 2018 წელს შეიქმნა პროფესიული სასწავლებელი "სახელობო სკოლა".

„უკვე რამდენიმე წელია, რაც კომპანია "თელასი" მხარს უჭერს ამ პროექტებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მოზარდებს დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას და ხელობას. სამომავლოდ ეს მათ დაეხმარება თვითრეალიზაციაში“- განაცხადა სს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

წარმატებულ მოზარდთა ჯგუფებისთვის ტარდება ბიზნეს კურსები, რათა ახალგაზრდებმა საქმიანობა დამოუკიდებლად განაგრძონ. ამ კატეგორიის მოზარდების პრობლემებით საზოგადოების დაინტერესების მიზნით, ფონდი რეგულარულად აწყობს მათი ნამუშავრების გამოფენა-გაყიდვებს, ამზადებს სატელევიზიო გადაცემებს, რაც ბავშვებს სპეციალობის უკეთ დაუფლების სტიმულს აძლევს.

 

***

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი “ლაზარე” 1994 წლის 1 აპრილს დაარსდა. საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი ადგილობრივი და უცხოელი დონორების შემოწირულობებით ახორციელებს.

სს "თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

Nike Benassi Slide