
კომპანია "თელასმა" 2018 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი |
2018წლის 6 თვე |
2017წლის 6 თვე |
+/- |
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ |
5 511 |
5 216 |
+5,7% |
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ |
1 501 |
1 420 |
+5,7% |
მომხმარებელთა რაოდენობა, ათას |
618,3 |
591,7 |
+4,5% |
2018 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1 501 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,7% (81 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2017 წლის პირველი ნახევრის მოხმარების მოცულობას (1 420 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 4,5% (26,6 ათასით) ზრდამ გამოიწვია.
2018 წლის იანვარ-ივნისში 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 5,5%-ით (75 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 1 450 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.
2018 წლის 6 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 511 კმ შეადგინა, რაც 5,7%-ით (295 კმ-ით) აღემატება 2017 წლის 6 თვის მაჩვენებელს (5 216 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.