სს "თელასის" 2017 წლის ცხრა თვის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია "თელასმა" 2017 წლის ცხრა თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2017წლის

9 თვე

2016წლის

9 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

5 267

5 015

+5%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

2159,7

2008

+7,6%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

598

572,3

+4,5%

2017 წლის ცხრა თვის მონაცემებით კომპანია "თელასმა" 2 159,7 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,6% (151,7 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2016 წლის ცხრა თვის მოხმარების მოცულობას (2 008 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.   

2016 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 2017 წლის იგივე პერიოდში 7,5%-ით (145 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 2 072 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.

სს "თელასის" აბონენტთა რაოდენობა 2017 წლის ცხრა თვეში 2016 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 4,5%-ით (25,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 598 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 539,5 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 58,4 ათასი – იურიდიური პირი. 

2017 წლის ცხრა თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 267 კმ შეადგინა, რაც 5%-ით (252 კმ-ით) აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (5 015 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***
სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. "ინტერ რაო"-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. "ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 32 გიგავატს შეადგენს.