სს "თელასის" 2017 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2017 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 

მაჩვენებელი

2017წლის

6 თვე

2016წლის

6 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

5 216

4 943

+5,5%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

1 420

1 326

+7,1%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

591,7

567,9

+4,2%

2017 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1 420 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,1% (94 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2016 წლის პირველი ნახევრის მოხმარების მოცულობას (1 326 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 4,2% (23,8 ათასით) ზრდამ გამოიწვია.

2017 წლის იანვარ-ივნისში 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8,3%-ით (106 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 1 375 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.

2017 წლის 6 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 216 კმ შეადგინა, რაც 5,5%-ით (273 კმ-ით) აღემატება 2016 წლის 6 თვის მაჩვენებელს (4 943 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 32 გიგავატს შეადგენს.