შეტყობინება სააქციო საზოგადოება "თელასის" აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

სააქციო საზოგადოება "თელასი" (აქ და შემდგომში – სს "თელასი") გატყობინებთ 2017 წლის 30 მარტს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  ჩატარების შესახებ კრების ფორმით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხის განხილვისთვის) შემდეგი დღის წესრიგით:

  1. საზოგადოების გასული წლების გამოუყენებელი მოგების განაწილების შესახებ.
  2. საზოგადოების გასული წლების გამოუყენებელი მოგებიდან დივიდენდების გადახდის (გამოცხადების) შესახებ.
  3. დივიდენდების სააღრიცხვო თარიღის და დივიდენდების გადახდის დაწყების თარიღის განსაზღვრის შესახებ.

სს "თელასის" აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა შესადგენად სააღრიცხვო დღეა 2017 წლის 10 მარტი.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილია – საქართველო, . თბილისი, ვანის ქ. № 3.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დროა 09სთ.30წთ. ადგილობრივი დროით.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა 09სთ.00წთ. ადგილობრივი დროით.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების  ჩატარების ადგილის მისამართზე.

მეწარმეთა  შესახებ კანონის მუხ. 54 შესაბამისად  წინამდებარე შეტყობინების დანართში "ა" წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისთვის.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს)  2017 წლის 10 მარტიდან 2017 წლის 30 მარტამდე 09 სთ 00 წთ-დან  18 სთ 00 წთ-მდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3. 

2017 წლის 30 მარტს
სააქციო საზოგადოება "თელასის"
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების
ჩატარების შესახებ შეტყობინების
დანართი "ა"

დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის

სს "თელასის" წესდების 10 მუხ. 10.14 ქვეპუნქტის შესაბამისად შეტყობინება სს "თელასის" (შემდგომში - საზოგადოება ) აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ ქვეყნდება საზოგადოების მიერ  საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე  საზოგადოების ვებსაიტზე  ინტერნეტის ქსელში არა უგვიანეს  აქციონერთა საერთო კრების ჩატარების  თარიღამდე 20 დღით ადრე.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად გამოქვეყნებას ექვემდებარება დღის წესრიგი, დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა ერთვოდეს პროცედურის აღწერა, რომლის თანახმად  კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს  შეუძლია შეამოწმოს  კრებაში მონაწილოების  უფლება.

სს "თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები 30 მარტი 2017 წელი

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ სს "თელასის" აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას შესთავაზა:

  1. საზოგადოების გასული წლების გამოუყენებელი მოგება განაწილდეს შემდეგნაირად:

                                                             ათასი ლარი

გასული წლების გაუნაწილებელი წმინდა მოგება

32 480

   სარეზერვო ფონდი

0

   დივიდენდები

20 000

საინვესტიციო საქმიანობა

0

   გასული წლების ზარალის დაფარვა

0

გაუნაწილებელი მოგების ნაშთი

12 480

  1. საზოგადოების ჩვეულებრივ აქციებზე გადახდილ იქნას დივიდენდები ფულადი ფორმით საზოგადოების გასული წლების გამოუყენებელი წმინდა მოგებიდან 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ოდენობით მათი გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში.
  2. დივიდენდების სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2017 წლის 10 აპრილი, დივიდენდების გადახდის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2017 წლის 25 აპრილი.

გადაწყვეტილება სს "თელასის" აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებისათვის რეკომენდაციების მიცემის შესახებ მიღებული იქნა სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2017 წლის 09 მარტს (სამეთვალყურეო საბჭოს ოქმი №174, 09 მარტი 2017 წელი).

2017 წლის 30 მარტს სს "თელასის" აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების შემოწმების  პროცედურის აღწერა

კრების  ჩატარებამდე 10 დღით ადრე  აქციონერს შეუძლია  შეამოწმოს კრებაში მონაწილოების უფლება სს "თელასის" რეგისტრატორთან - სს "ფასიანი ქაღალდების  გაერთიანებული რეგისტრატორი" (ხელშეკრულება №ср-394/515 2014 წლის 1 აპრილი), შემდეგ მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა. (მოსაშვილის ქ. №11) ტელ.: (99532) 222-53-51, 225-15-60. ფაქსი: (99532) 225-15-60.