
კომპანია „თელასმა“ 2016 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი |
2016 წ. |
2015წ. |
+/- |
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ |
5 082 |
4 826 |
+5,3% |
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ.კვტ*სთ |
2 788,7 |
2 419,4 |
+15,3% |
მომხმარებელთა რაოდენობა, ათას. |
578,1 |
558,4 |
+3,5% |
2016 წლის მონაცემებით კომპანია „თელასმა“ 2 მილიარდ 788,7 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 15,3% (369,3 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2015 წლის მოხმარების მოცულობას (2 მილიარდ 419,4 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.
2015 წელთან შედარებით 2016 წელს 15,7%-ით (355,8 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 2 მილიარდ 629,3 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2016 წელს 2015 წელთან შედარებით 3,5%-ით (19,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 578,1 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 522,7 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 55,4 ათასი – იურიდიური პირი.
2016 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 082 კმ შეადგინა, რაც 5,3%-ით (256 კმ-ით) აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს (4 826 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
***
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.