სს "თელასის" 2016 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2016 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 

მაჩვენებელი

2016 წლის I კვარტ.

2015 წლის I კვარტ.

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

4 874

4 654

+4,7%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

719

658

+9,3%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას.

564

545,6

+3,4%

2016 წლის პირველ კვარტალში კომპანია "თელასმა" 719 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,3% (61 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2015 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (658 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 3,4% (18,4 ათასით) ზრდამ გამოიწვია.    

2016 წლის იანვარ-მარტში 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 10,4%-ით (64,6 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 685 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.

2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 874 კმ შეადგინა, რაც 4,7%-ით (220 კმ-ით) აღემატება 2015 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (4 654 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***
სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***
ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. "ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.