სს "თელასის" განცხადება

მარტის თვიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა "კომუნალური სუბსიდირების" პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების დარიცხვის წესი.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, "კომუნალური სუბსიდირების" პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ პირებს კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე. აქამდე აღნიშნული კომპენსაცია პროგრამის ბენეფიციარებს ერიცხებოდათ "თელასის" სააბონენტო ანგარიშზე, რაც აისახებოდა კომპანიის ქვითრებში.

ზემოთაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე მარტის თვიდან კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია კომპანია "თელასი"-ს ქვითრებში აღარ აისახება.