სს "თელასის" განცხადება

"Fact Check"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო წლებში თბილისში ელექტროენერგიის გათიშვების რიცხვმა იმატა, სიმართლეს არ შეესაბამება.

კომპანია "თელასი" აცხადებს, რომ ბოლო წლების მანძილზე მის ქსელში ავარიული გათიშვების რიცხვი კლებულობს, რის დასტურადაც წარმოგიდგენთ SAIFI-ს სისტემის მონაცემებს.

SAIFI-ს სისტემა მომსახურების ხარისხის შეფასებისთვის გამოიყენება და წარმოადგენს მაჩვენებელს, რომელიც საშუალოდ ერთ აბონენტზე გათიშვების სიხშირეს ადგენს.

წელი

2011

2012

2013

2014

2015

შიდა არაგეგმიური

3.069

1.653

1.411

1.166

1.080

შიდა გეგმიური

0.461

0.731

0.835

0.815

0.960

რაც შეეხება, "Fact Check"-ის მასალას, მასში მოყვანილ მონაცემებში უზუსტობაა დაშვებული. კერძოდ, SAIFI-ის სისტემით გამოთვლა შესაძლებელია ორი განსხვავებული მეთოდით. "Fact Check"-ის  მიერ წარმოდგენილ ცხრილში 2011-2014 წლების მონაცემები, რომელიც დათვლილია ერთი მეთოდით, არის შედარებული 2015 წლის მონაცემებთან, რომელიც დათვლილია მეორე მეთოდით, რაც არის ყოვლად დაუშვებელი.