სს "თელასის" 2015 წლის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია "თელასმა" 2015 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2015 წ.

2014წ.

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

4 826

4 593

+5,1%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ.კვტ*სთ

2 419

2 252

+7,5%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას.

558,4

542,1

+3%

2015 წლის მონაცემებით კომპანია "თელასმა" 2 მილიარდ 419 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,5% (167 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2014 წლის მოხმარების მოცულობას (2 მილიარდ 252 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.   

2014 წელთან შედარებით 2015 წელს 7,5%-ით (158 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 2 მილიარდ 273 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ და დანაკარგების  შემცირებამ განაპირობა.

სს "თელასის" აბონენტთა რაოდენობა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 3%-ით (16,3 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 558,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 505,6 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 52,8 ათასი – იურიდიური პირი.  

2015 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 826 კმ შეადგინა, რაც 5,1%-ით (233 კმ-ით) აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს (4 593 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.