კომპანია "თელასს" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მადლობის სიგელი გადაეცა

კომპანია "თელასს" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მადლობის სიგელი გადაეცა.

აღნიშნული სიგელი "თელასმა" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის მიიღო.

ცხრა წლის განმავლობაში "თელასი" ტრადიციულად აგრძელებს  საქველმოქმედო ფონდის პროექტის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" მხარდაჭერას. პროექტის მიზანია ახალგაზრდა ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზაცია და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის სულიერების ამაღლება.

სულიერების, კულტურის და მეცნიერების  აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დაფუძნების 11 წლისთავზე, მისმა უწმიდესობამ  შეხვედრა გამართა ფონდის მმართველი საბჭოს წევრებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ფონდის საქმიანობის ანგარიში და მადლობის სიგელები გადაეცათ იმ ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებმაც ბოლო წლებში ქმედითი და ფინანსური წვლილი შეიტანეს ფონდის საქმიანობაში.