სს "თელასის" განცხადება

კომპანია "თელასი" ელექტროქსელში დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოსახლეობას წინასწარ აწვდის. იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალი, რომლებსაც ელექტროენერგია დროებით შეზღუდვით მიეწოდება, წინა დღით ქვეყნდება კომპანიის იფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქ გვერდზე, ასევე მიეწოდება ყველა სააგენტოსა და მედიის სხვა საშუალებებს გავრცელებისათვის, რათა მოხდეს მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილება აღნიშნული სარემონტო სამუშაოების განრიგის შესახებ.

იმ ქუჩების ჩამონათვალი რომლებსაც გეგმიური შეზღუდვები დღეს, 22 ოქტომებრს  შეეხება, კომპანიამ 21 ოქტომბრის 17 საათიდან გაავრცელა. სარემონტო სამუშაოების გამო დღეს თბილისის სხვადასხვა უბანს რამდენიმე საათიანი შუალედით შეუწყდება ელექტრომამარაგება. საერთო ჯამში ეს ეტაპობრივად შეეხება ქალაქის მხოლოდ 3 ათას აბონენტს, მაშინ როდესაც კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 540 ათას მომხმარებელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.