კომპანია "თელასის" გუნდმა "ინტერრაო ეეს"-ის მინიფეხბურთის ტურნირში მესამედ გაიმარჯვა

კომპანია "თელასის" გუნდმა "ინტერრაო ეეს"-ის მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა. ოქროს თასის  ფინალურ მატჩში დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველმა ფეხბურთელებმა დაამარცხეს გუნდი "ტგკ-11" რუსეთიდან.

ტურნირის გადამწყვეტი მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა. ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უფრო უკეთ ქართველმა ფეხბურთელებმა შეასრულეს.

"თელასი"-ს გუნდი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა - ფეხბურთელებმა ექვსი მატჩიდან ექვსივე მოიგეს. წლევანდელი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელდა ლევან გაბუჩია, რომელმაც ზედიზედ ორი პენალტის აღება შეძლო და „თელასის“ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

წელს "ინტერრაო ეეს"-ის IX საერთაშორისო ჩემპიონატი მინიფეხბურთში 21-25 ივლისს ქალაქ კალინინგრადში გაიმართა და მასში მონაწილეობას 29 გუნდი იღებდა.

"თელასის" გუნდი ფუტზალში უკვე 6 წელია არსებობს და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ზედიზედ სამი წლის მანძილზე, 2013, 2014 და 2015 წლებში, "თელასის" გუნდი "ინტერრაო ეეს"-ის მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ხდება. წელს "თელასის" ფეხბურთელებმა ასევე საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს და უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ.

 

***სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. "ინტერ რაო"-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. "ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.