"თელასის" გუნდიფუტსალში უეფას თასის მოსაპოვებლად იასპარეზებს

უეფას 2015-2016 წ.წ. ფუტსალის თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით სს "თელასის" გუნდი - "Georgians" (თბილისი) პირველ ჯგუფში მოხვდა.

სს "თელასის" გუნდის მეტოქეები ჯგუფში იქნებიან: რუსეთის კლუბი "TTG-Ugra" (იუგორსკი), კვიპროსის კლუბი "FC Apoel" (ნიქოზია) და საკვალიფიკაციო ჯგუფში გამარჯვებული კლუბი.

"თელასის" გუნდი ჩემპიონატში არა საკვალიფიკაციო, არამედ მთავარი რაუნდიდან ჩაერთვება. 29 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები გაემგზავრებიან კვიპროსის დედაქალაქში ნიქოზიაში, სადაც უეფას ფუტსალის ჩემპიონატი გაიმართება.

უეფას 2015-2016 წ.წ. ფუტსალის თასის გათამაშების ფარგლებში კენჭისყრა უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 2 ივლისს ჩატარდა. ჩემპიონატში 49 გუნდი იღებს მონაწილიობას.

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 2015 წელს სს "თელასის" გუნდის გამარჯვებით დასრულდა. „თელასის“ ფეხბურთელები არამარტო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ, არამედ უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გავიდნენ. საქართველოს ჩემპიონის ტიტული "თელასის" გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა.

"თელასის" გუნდი ფუტზალში უკვე 6 წელია არსებობს და მნიშვნელოვან შედეგების მიაღწია. ზედიზედ ორი წლის მანძილზე, 2013-2014 წლებში, "თელასის" გუნდი ინტერრაო ეეს“-ის მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

 

***სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. "ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.