"თელასის" გუნდი უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი სს "თელასის" გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

"თელასის" ფეხბურთელები არამარტო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ, არამედ უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. საქართველოს ჩემპიონის ტიტული "თელასის" გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა.

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 26 მაისს დასრულდა. ჩემპიონატის ბოლო მატჩში, რომელიც სპორტკომპლექსში "არენა-2" გაიმართა, "თელასის" ფეხბურთელებმა ანგარიშით 18:4 გუნდი "თბილისი" დაამარცხეს. მატჩის შემდეგ გამარჯვებული გუნდის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ჩემპიონატი 2014 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო. საქართველოს ჩემპიონატი ფუტსალში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის ორ ეტაპად ტარდებოდა და მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან რვა გუნდი მონაწილეობდა. "თელასის" ფეხბურთელებმა თოთხმეტი მატჩი ჩაატარეს და ყველა თამაშში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის გამარჯვებული ავტომატურად ხვდება უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ზაფხულში უეფა ჩაატარებს კენჭის ყრას, სადაც გაირკვევა "თელასის" გუნდის სავარაუდო მეტოქე.

"თელასის" გუნდი ფუტსალში უკვე 16 წელია არსებობს და მნიშვნელოვან შედეგების მიაღწია. ზედიზედ ორი წლის მანძილზე, 2013-2014 წლებში, "თელასის" გუნდი „ინტერრაო ეეს“-ის მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

 

***სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. "ინტერ რაო"-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.