სს "თელასის" 2015 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია "თელასმა" 2015 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2015 წლის Iკვარტ.

2014 წლის I კვარტ.

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

4 654

4 394

+5,9%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

657,6

609,7

+7,9%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას.

545,6

527,9

+3,3%

2015 წლის პირველ კვარტალში კომპანია "თელასმა" 657,6 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,9% (47,9 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2014 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (609,7 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკური აქტივობის და მომხმარებელთა რაოდენობის 3,3% (17,7 ათასით) ზრდამ გამოიწვია.    

2015 წლის იანვარ-მარტში 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 6,8%-ით (39,4 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 620,4 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა უპირველეს ყოვლისა ელექტროენერგიის დანაკარგების  შემცირებამ განაპირობა.

2015 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 654 კმ შეადგინა, რაც 5,9%-ით (260 კმ-ით) აღემატება 2014 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (4 394 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

 

***

სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

 ***

ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. "ინტერ რაო"-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. "ინტერ რაო"-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.