კომპანია „თელასი“ ქსელის რეაბილიტაციის და მოდერნიზაციის სამუშაოებს ატარებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა კომპანიის ენერგოობიექტები   მოინახულეს და თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის და მოდერნიზაციის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

2013-2014 წლის შემოდგომა–ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ ყველა სამუშაოს კომპანია „თელასი“ 15 ნოემბრისთვის  დაასრულებს.

შესაბამისი  გეგმის მიხედვით, „თელასი“  ატარებს სარემონტო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს  110/35 და  10(6) კილოვოლტიანი ქვესადგურების  გამანაწილებელ მოწყობილობებზე, მოდერნიზაციის სამუშაოებს  სატრანსფორმატორო ქვესადგურების ელექტროტექნიკურ ნაწილზე;  სარემონტო–პროფილაქტიკური სამუშაოები უტარდება 110 da 35 კილოვოლტიან ელექტრო გადამცემ ხაზებს, იცვლება 35/10/6  კილოვოლტიანი  ძაბვის მოძველებული  საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ.

შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მომზადების გეგმა ითვალისწინებს: 10/6-0.4 კვ კაბელების შეცვლას და ქსელის რეზერვირებისთვის ახალი საკაბელო ტრასების მშენებლობას. (ჯამში დაახლობით 20 კმ); ორი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის სრულ რეაბილიტაციას ახალი თანამედროვე მოწყობილობების და დაცვის სისტემების მონტაჟის გათვალისწინებით; ქვესადგურების - „ნუცუბიძე“ და „დიდუბე“ 10/6 კვ. გამანაწილებლების სრულ რეაბილიტაციას; 10/6-0.4 კვ. ელექტრო მოწყობილობის და ტრანსფორმატორების (120 ერთეული) შეცვლას.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ეფექტური და საიმედო ელექტრომომარაგება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.

კომპანია „თელასი“ და მისი ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი აღჭურვილობით და მასალებით ნებისმიერი ტექნიკური ინციდენტის აღმოსაფხვრელად ან მინიმუმამდე შესამცირებლად.

შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზადებას კომპანია „თელასი“ ყოველწლიურად აპრილის თვეში იწყებს. „თელასის“ გენერალური დირქტორის სერგეი კობცევის ბრძანების საფუძველზე კომისია შეიქმნა, რომელიც  შესაბამისი სამუშაობის დაგეგმვასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერრაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერრაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერრაო ეეს“-ის სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერრაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში  შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.