კომპანია „თელასმა“ ახალი ბიზნეს ცენტრი „დიღომი“ გახსნა

სს „თელასი“ აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით,  დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ახალ ბიზნეს ცენტრს ხსნის. ბიზნეს ცენტრ „დიდუბე-ჩუღურეთი“-ს შემდეგ დღეს თბილისში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს ცენტრი „დიღომი“ ამუშავდა. 

ბიზნეს ცენტრის გახსნას ენერეტიკის მინისტრი კახა კალაძე,  „ინტერ რაოს“ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი ესწრებოდნენ.

ახალი ბიზნეს ცენტრი, რომელიც 33 ათასამდე აბონენტს მოემსახურება,  აბონენტთა მომსახურების ცენტრის „დიდი დიღომის“ და ამც „დიდუბის“ ნაწილის გაერთიანებით შეიქმნა.

       აბონენტებს ბიზნეს ცენტრში შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ელექტრომომარაგებასთან და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. ამავე შენობაში განთავსებულია საექსპლოატაციო სამსახური, რომელიც ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის ტექნიკურ პრობლემაზე. ბიზნეს ცენტრის მისამართია აკ. ბაქრაძის ქ. №15, დიღმის ხიდის მიმდებარე ტერიტორია.

        მართვის ეფექტურობის გაუმჯობესების და აბონენტთა მომსახურების ხარისხის  ამაღლების მიზნით , სს „თელასი“ ახორციელებს  ბიზნეს ცენტრებისა და აბონენტთა მომსახურების ცენტრების ოპტიმიზაციას. ეს პროცესი გაზაფხულზე დაიწყო და  2013 წლის ბოლოს დასრულდება. მთლიანობაში თბილისის მასშტაბით „თელასის“ 10 ბიზნეს ცენტრი იფუნქციონირებს, სადაც აბონენტებს ინფორმაციულ და ტექნიკურ მომსახურებას გაუწევენ.

      ამ დროისთვის დედაქალაქში უკვე 7 ბიზნეს ცენტრი მოქმედებს: „ვაკე-ვერა“, „საბურთალო“, „მთაწმინდა-კრწანისი“, „დიდუბე-ჩუღურეთი“, „გლდანი“, „ისანი“, „დიღომი“. წლის ბოლომდე თბილისში „თელასის“ კიდევ სამი ბიზნეს ცენტრი „სამგორი“, „ვარკეთილი“ და  „ნაძალადევი“  გაიხსნება.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერრაო ეეს“–ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს“-ის მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერრაო ეესი“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერრაო ეეს“-ის სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.  „ინტერრაო ეეს“-ის ჯგუფის შემადგენლობაში  შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.