კომპანია „თელასმა“ 2014 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი |
2014 წ. |
2013 წ. |
+/- |
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ |
4 593 |
4 347 |
+5,7% |
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ.კვტ*სთ |
2 252 |
2 063 |
+9,1% |
მომხმარებელთა რაოდენობა, ათას. |
542,1 |
524,5 |
+3,4% |
2014 წლის მონაცემებით კომპანია „თელასმა“ 2 მილიარდ 252 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,1% (189 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2013 წლის მოხმარების მოცულობას (2 მილიარდ 63 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკის და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.
2013 წელთან შედარებით 2014 წელს 10,9%-ით (208 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 2 მილიარდ 115 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა უპირველეს ყოვლისა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ და დანაკარგების შემცირებამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 3,4%-ით (17,6 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 542,1 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 491,7 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 50,4 ათასი – იურიდიური პირი.
2014 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 593 კმ შეადგინა, რაც 5,7%-ით (246 კმ-ით) აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს (4 347 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
***
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.