სს „თელასი” ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციის მხარდაჭერას უზრუნველყოფს

სს „თელასი” ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

კომპანია „თელასმა“ ასოციაციას 15 ათასი ლარი გადასცა. აღნიშნული თანხა ლეიკოზით დაავადებულ ბავშთა სასტუმროს ტიპის სარეაბილიტაციო სახლში მცხოვრები პაციენტების კვების ხარჯების დაფარვას მოხმარდება. ასევე „თელასი“ დაფარავს სარეაბილიტაციო სახლის მიერ 2015 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს.

შესაბამისი სერტიფიკატები საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს და საახალწლო ტკბილეული ბავშვებს დღეს „თელასის” გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა გადასცა.

ლეიკოზით დაავადებულ ბავშთა დახმარებას „თელასი“ უკვე ხუთი წელი ახორციელებს. ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრის სარეაბილიტაციო საცხოვრებელი სახლის ელექტროქსელის მოწყობისა და მისი გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოები კომპანია „თელასმა“ 2010 წელს განახორციელა და მას შემდეგ ყოველწლიურად მთლიანად უნაზღაურებს ელექტროენერგიის ხარჯებს.

სარეაბილიტაციო-საცხოვრებელი სახლის ფუნქციონირება ლეიკოზით დაავადებულ ბავშვებს საშუალებას აძლევს ოჯახურ გარემოცვაში გაატარონ ის პერიოდი, რომელიც მათ ჭირდებათ იაშვილის სახელობის ბავშთა საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში სტაციონარული მკურნალობის გასავლელად. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეს სახლი  საქართველოს რეგიონებიდან სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის იძენს.

სარეაბილიტაციო საცხოვრებელი სახლი ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშირისო ასოციაციის მიერ აშენდა. დაავადებული ბავშვების სამკურნალო კურსი საშუალოდ 6 თვე გრძელდება. ამჟამად ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრში მკურნალობას 30-მდე ბავშვი გადის.

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერრაო ეეს“–ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს“-ის მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერრაო ეესი“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერრაო ეეს“-ის სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.  „ინტერრაო ეეს“-ის ჯგუფის შემადგენლობაში  შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33,5 გიგავატს შეადგენს.