სს "თელასის" 2014 წლის ცხრა თვის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2014 წლის ცხრა თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

 

მაჩვენებელი

2014 წ.

9 თვე

2013 წ.

9 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

4 489

4 295

+4,5%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ.კვტ*სთ

1 641

1 494

+9,8%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას.

536,7

519,7

+3,3%

 

2014 წლის ცხრა თვის მონაცემებით კომპანია „თელასმა“ 1 მილიარდ 641 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,8% (147 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2013 წლის ცხრა თვის მოხმარების მოცულობას (1 მილიარდ 494 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკის და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.   

2013 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 2014 წლის იგივე პერიოდში 10,3%-ით (144 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 1 მილიარდ 552 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა უპირველეს ყოვლისა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ და დანაკარგების  შემცირებამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2014 წლის ცხრა თვეში 2013 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3,3%-ით (17 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 536,7 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 487,4 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 49,3 ათასი – იურიდიური პირი.  

2014 წლის ცხრა თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 489 კმ შეადგინა, რაც 4,5%-ით (194 კმ-ით) აღემატება 2013 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (4 295 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***

ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 34 გიგავატს შეადგენს.