კომპანია "თელასში" რიგის მართვის ელექტრონული სისტემა დამონტაჟდა

აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით  კომპანია „თელასის“ სათავო ოფისში რიგის მართვის ელექტრონული სისტემა (რმს) დამონტაჟდა - პროგრამული-სააპარატო კომპლექსი კლიენტების რეგისტრაციის ავტომატიზაციისთვის.

რიგის მართვის ელექტრონული სისტემა კომპანიის მუშაობის სტრუქტურირების და მომხმარებელთა მომსახურების კომფორტული პირობების შექმნის საშუალებას იძლევა. სისტემა უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის სრულ ავტომატიზაციას, ზრდის ვიზიტორების მომსახურების დონეს, აუმჯიბესებს პერსონალის მუშაობის პირობებს და ეფექტიანობას.

აღნიშნული სისტემა კლიენტს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ინფორმაცია მომსახურების შესახებ, ამობეჭდოს ტალონი, რომელშიც მითითებულია ელექტრონული რიგით გამოძახების დრო, ჩაეწეროს მიღებაზე და შეაფასოს კომპანიის პერსონალის მუშაობის ხარისხი. აგრეთვე, კომპანიის პერსონალს რმს-ი ეხმარება კლიენტების ნაკადის განაწილების მკაფიო სურათის მიღებაში და  მუშაობის სათანადო გრაფიკის შემუშავებაში.

კომპანიის სათავო ოფისში, რომელიც მდებარეობს ვანის ქ. №3, მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს ახალ აბონენტად, შეცვალოს აბონენტის რეკვიზიტები კომპანიის ბილინგის სისტემაში, მიიღოს ინფორმაცია დავალიანების შესახებ, ისარგებლოს დავალიანების გადანაწილების მომსახურებით, შეიტანოს სხვადასხვა სახის წერილები და განცხადებები.

გარდა აღნიშნულისა, მომხმარებლისთვის მოქმედებს კომპანიის ვებ-გვერდი telasi.ge, რომლის საშუალებით ზემოაღნიშნული სერვისების უმრავლესობით აბონენტს შეუძლია ონლაინ რეჟიმშიც ისარგებლოს.

სს „თელასის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს  წარმოადგენს  მომხარებლების და თანამშრომლების ინტერესების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით სამუშაოების განხორციელებას კომპანია მომავალშიც აპირებს. 

 

*** სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

*** ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 34 გიგავატს შეადგენს.