სს "თელასი" ახალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებული ხვდება

სს "თელასი" ახალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებული ხვდება. კომპანიისტექნიკურმა პერსონალმა დამატებით განახორციელა დედაქალაქის სასწავლო დაწესებულებების მკვებავი კაბელების და სატრანფორმატორო ქვესადგურების  შემოწმება. ყველა გამოვლენილი ხარვეზი გამოსწორდა და აღნიშნული დაწესებულებების მკვებავი ელექტროქსელი გამართულ მდგომარეობაშია.

სს "თელასის" თანამშრომლების მიერ ჩატარებული სამუშაოები თბილისის სასწავლო დაწესებულებების საიმედო და სტაბილურ ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს.

 

 

*** სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

*** ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 34 გიგავატს შეადგენს.