კომპანია „თელასმა“ 2014 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი |
2014 წ. 6 თვე |
2013 წ. 6 თვე |
+/- |
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ |
4 443 |
4 239 |
+4,8% |
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ.კვტ*სთ |
1 100,85 |
1 028,21 |
+7% |
მომხმარებელთა რაოდენობა, ათას. |
532,5 |
515,5 |
+3,3% |
2014 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1 მილიარდ 100,85 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7% (72,6 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2013 წლის პირველ ნახევარში მოხმარების მოცულობას (1 მილიარდ 28,21 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკის და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.
2013 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 2014 წლის იგივე პერიოდში 8%-ით (79,47 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 1 მილიარდ 47,55 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა უპირველეს ყოვლისა დანაკარგების მოცულობის შემცირებამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2014 წლის 6 თვეში 2013 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3,3%-ით (17 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 532,5 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 484,1 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 48,5 ათასი – იურიდიური პირი.
2014 წლის 6 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 443 კმ შეადგინა, რაც 4,8%-ით (204 კმ-ით) აღემატება 2013 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (4 239 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
***
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 34 გიგავატს შეადგენს.