შეტყობინება სს „თელასის“ აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ

სააქციო საზოგადოება „თელასი“ (აქ და შემდგომშისს „თელასი“,“საზოგადოება“) იტყობინება 2014 წლის 09 ივნისს აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების შესახებ კრების ფორმით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხის განსახილველად)შემდეგი დღის წესრიგით:

  1. საზოგადოების 2013 წლის ანგარიშის და ფასს-ის შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგების დამტკიცება.
  2. მოგების განაწილება, მათ შორის 2013 ფინანსური  წლის შედეგების მიხედვით დივიდენდების და ზარალისგადახდა (გამოცხადება).
  3. საზოგადოების 2014 წლის აუდიტორის დამტკიცება.
  4. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა.

სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირების სიის შედგენის სააღრიცხვო დღე - 2014 წლის 08 მაისი.

საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების ადგილი – საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

საზოგადოების აქციონერთა წლიური საერთო კრების ჩატარების დრო – 17 სთ 00 წთ ადგილობრივი დროით.

აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო - 16 სთ30წთ ადგილობრივი დროით.

აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილე პირების რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა წლიური საერთო კრების  ჩატარების ადგილის მისამართზე.

მეწარმეთა შესახებ კანონის 54 მუხლის შესაბამისად  წინამდებარე შეტყობინების დანართში “ა“ წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისთვის.

სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2014 წლის 19 მაისიდან 2014 წლის 09 ივნისამდე,  10 სთ 00 წთ-დან 17 სთ 00 წთ-მდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.

2014 წლის 09 ივნისს
სს „თელასის“აქციონერთა წლიური საერთო
კრების ჩატარების  შესახებ შეტყობინების
დანართი „ა“

 დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისთვის

სს „თელასის“  წესდების 10 მუხლის  10.14 პუნქტის შესაბამისად  შეტყობინება სს „თელასის“ (შემდგომში - საზოგადოება) აქციონერთა  საერთო კრების ჩატარების შესახებ საზოგადოების მიერ ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე განთავსდება ინტერნეტ- ქსელში საზოგადოების ვებ-საიტზე  არა უგვიანეს  20დღისა  აქციონერთა  საერთო კრების ჩატარების თარიღამდე.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად გამოქვეყნებას ექვემდებარება დღის წესრიგი, დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა ერთვოდეს პროცედურის აღწერა, რომლის თანახმად  კრების ჩატარებამდე  10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია  კრებაში მისი მონაწილეობის უფლების შემოწმება.

სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები 2014 წ. 30 აპრილი

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ შესთავაზა სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებას:

1) არ განხორციელდეს დივიდენდების გადახდა  2013 წლის შედეგების მიხედვით.

სს „თელასის“ აქციონერთა წლიური საერთო კრებისთვის რეკომენდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2014 წლის 30 აპრილს (30.04. 2014წ. სს ოქმი №119).

2014 წლის 09 ივნისს სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების შემოწმების პროცედურის აღწერა

კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე, აქციონერს კრებაში მონაწილების უფლების შემოწმება  შეუძლია სს „თელასის“ რეგისტრატორთან - სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი» (2012 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულება №სრ-248), მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა. (მოსაშვილის №11) ტელ.: (99532) 22-53-51, 25-15-60. ფაქსი: (8832) 25-15-60.