სს "თელასის" 2014 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია "თელასმა" 2014 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2014 წლის Iკვარტ.

2013 წლის I კვარტ.

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

4 433

4 173

+6,2%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

609,69

569,15

+7,1%

ელექტროენერგიის დანაკარგები ქსელში, %

4,7

6,5

-1,8%

2014 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 609,69 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,1% (40,54 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2013 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (569,15 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკის და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.    

2014 წლის იანვარ-მარტში 2013 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 9,2%-ით (49 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 580,96 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა უპირველეს ყოვლისა დანაკარგების მოცულობის შემცირებამ განაპირობა. 

2013 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2014 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის დანაკარგების საერთო მაჩვენებელი 1,8%-ით (8,5 მილიონი კვტ*ს-ით) შემცირდა და 4,7% (28,7 მილიონი კვტ*ს-ი) შეადგინა. ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირება ქსელში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებით და ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის გაუმჯობესებით არის მიღწეული.

ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით 2013 წელს კომპანიაში   

ელექტროქსელის ეტალონური სქემის დადგენის, ბილინგისა და სადისპეჩერო ფარის მონაცემთა ბაზების სინქრონიზაციის და კომერციული ბლოკების მოწესრიგების პროექტი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დამტკიცებული ეტალონური სქემის საფუძველზე ჩატარდა სამუშაოები „სადისპეჩერო ფარის“, „ბილინგის“ და „ძირითადი საშუალებების აღრიცხვის“ მონაცემთა ბაზებში სხვაობის აღმოსაფხვრელად, რაც სიტუაციის რეალურად შეფასების და ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობით ელექტროენერგიის დანაკარგების სეგმენტების ზუსტი განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

2014 წლის პირველ კვარტალში კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 433 კმ შეადგინა, რაც 6,2%-ით (260 კმ-ით) აღემატება 2013 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (4 173 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობს მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი  ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 34 გიგავატს შეადგენს.