შეტყობინება სააქციო საზოგადოება "თელასის" აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

სააქციო საზოგადოება თელასი (აქ და შემდგომ - სს „თელასი“, საზოგადოება) აცხადებს 2023 წლის 29 ნოემბერს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ კრების სახით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხის განსახილველად) შემდეგი დღის წესრიგით:

  1. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტის შესახებ.
  2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის შესახებ.

სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიის შედგენის სააღრიცხვო დღეა 2023 წლის 02 ნოემბერი.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 192-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ აქციონერებს, რომლებსაც ჰქონდათ საზოგადოების აქციების საკუთრების უფლება აქციონერთა საერთო კრების აღრიცხვის დღეს.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილი - საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. #3.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დრო - ადგილობრივი დროით 11 სთ 00 წთ.

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო - ადგილობრივი დროით 10 სთ 30 წთ.

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 189-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე შეტყობინების A დანართში მოცემულია ინფორმაცია აქციონერებისთვის.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 193-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმომადგენლის დანიშვნა და წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შეტყობინება ხორციელდება წერილობით ან ელექტრონულად. წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს სს „თელასის“ მისამართზე - ქ. თბილისი, ვანის ქ. #3 ან საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მდივნის ელექტრონული ფოსტის მისამართზე - anagogava@telasi.ge.

სს თელასის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2023 წლის 07 ნოემბრიდან 2023 წლის 29 ნოემბრამდე 10:00-დან 17:00 საათამდე მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. #3.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე http://www.telasi.ge/ge/shareholders/message