სს "თელასი"-ს 2023 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2023 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2023წლის

9 თვე

2022წლის

 9 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

6 796

6572

+3,4%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ

2,595

2,421

+7,2%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

744,5

719,6

+3,5%

2023 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანია „თელასმა“ 2,595 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 7,2% (174 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2022 წლის იანვარ-სექტემბერში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

სს „თელასი“-ს აბონენტთა რაოდენობა 2023 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,5%-ით (24,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 744,5 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 667,8 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 76,7 ათასი – იურიდიური პირი. 

2023 წლის 9 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 796 კმ შეადგინა, რაც 3,4%-ით (224 კმ-ით) აღემატება 2022 წლის 9 თვის მაჩვენებელს (6 572 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.