
კომპანია „ახალ ქსელებში“ მომხდარი ავარიის გამო მომხმარებლები ვერ უკავშირდებიან სს „თელასი“-ს ცხელ ხაზს - 277-99-99. სატელეფონო კავშირის აღდგენამდე მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ „თელასს“ ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის www.telasi.ge, facebook-გვერდის პირადი შეტყობინების - ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი და ელექტრონული ფოსტის telasi@telasi.ge საშუალებით. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.