სს "თელასი"-ს 2023 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2023 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

202წლის

6 თვე

2022 წლის

 6 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

6 763

6513

+3,8%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ

1,706

1,597

+6,8%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

738,5

714,8

+3,3%

2023 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,706 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,8% (109 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2022 წლის ამავე  პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

სს „თელასი“-ს აბონენტთა რაოდენობა 2023 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,3%-ით (23,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 738,5 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 662,8 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 75,7 ათასი – იურიდიური პირი. 

2023 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 763 კმ შეადგინა, რაც 3,8%-ით (250 კმ-ით) აღემატება 2022 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს (6 513 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.