თელასი“-ს თანამშრომლებმა გარბენში სახელწოდებით - "Wings for Life World Run" მონაწილეობა მიიღეს

სს „თელასი“-ს თანამშრომლებმა 7 მაისს კახეთში გამართულ გარბენში სახელწოდებით - „Wings for Life World Run“ მონაწილეობა მიიღეს.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „Wings for Life“-ის ფონდში ზურგის ტვინის დაზიანებების განკურნების გზების საძიებლად.

 წლევანდელ გარბენში მონაწილეობდა 5 000-ზე მეტი მორბენალი.

 სს „ თელასი“ მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებში.