
კომპანია „თელასმა“ 2023 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი |
2022წლის I კვარტალი |
2021წლის I კვარტალი |
+/- |
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ |
6700 |
6456 |
+3,8% |
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ |
0,924 |
0,870 |
+6,2% |
მომხმარებელთა რაოდენობა, ათას |
730 |
708,7 |
+3% |
2023 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 0,924 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,2% (54 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2022 წლის პირველ კვარტალში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2023 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით 2022 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3%-ით (21,3 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 730 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 655,7 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 74,3 ათასი – იურიდიური პირი.
2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 700 კმ შეადგინა, რაც 3,8%-ით (244 კმ-ით) აღემატება 2022 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს (6 456 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.