
სააქციო საზოგადოება „თელასი“ (აქ და შემდგომ – სს “თელასი”, “საზოგადოება”) გაცნობებთ 2023 წლის 31 მარტს აქციონერთა წლიური (რიგითი) საერთო კრების ჩატარების შესახებ კრების ფორმით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად) შემდეგი დღის წესრიგით:
- სს „თელასის“ სადამფუძნებლო შეთანხმების და წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ.
- ფინანსური ანგარიშის დამტკიცების და დივიდენდების განაწილების შესახებ/2022 წლის წლიური ანგარიშის, წლიური ბალანსის დამტკიცების და მოგების განაწილების, 2022 წლის განმავლობაში საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელი ორგანოს მუშაობის მოწონების შესახებ.
- იმ პირის შერჩევის შესახებ, რომელიც ჩაატარებს საზოგადოების 2023 წლის აუდიტს.
- საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ.
სააღრიცხვო დღე იმ პირების სიის შესადგენად, რომლებსაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ (რიგით) საერთო კრებაში - 2023 წლის 1 მარტი.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 192-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაში და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ აქციონერებს, რომლებსაც აქვთ საკუთრების უფლება საზოგადოების აქციებზე აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღეს.
საზოგადოების აქციონერთა წლიური (რიგითი) საერთო კრების ჩატარების ადგილი – საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.
საზოგადოების აქციონერთა წლიური (რიგითი) საერთო კრების ჩატარების დრო – 11 საათი 00 წუთი ადგილობრივი დროით.
აქციონერთა წლიური (რიგითი) საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო - 10 საათი 30 წუთი ადგილობრივი დროით.
აქციონერთა წლიურ (რიგით) საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა წლიური (რიგითი) საერთო კრების ჩატარების ადგილის მიხედვით.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 189-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე შეტყობინების დანართში ა წარმოდგენილია ინფორმაცია აქციონერთათვის.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 193-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმომადგენლის დანიშვნა და შეტყობინება წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ ხორციელდება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. შეტყობინება წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას სს „თელასის“ მისამართზე - ქ. თბილისი, ვანის ქ. №3 ან საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მდივნის ელექტრონულ მისამართზე – anagogava@telasi.ge.
სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ (რიგით) საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2023 წლის 10 მარტიდან 2023 წლის 31 მარტამდე 10 საათი 00 წუთიდან 17 საათსა 00 წუთამდე მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე http://www.telasi.ge/ge/shareholders/message