
კომპანია „თელასმა“ 2022 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი |
2022წლის |
2021წლის |
+/- |
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ |
6661 |
6390 |
+4,2% |
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ |
3,025 |
2,820 |
+7,3% |
მომხმარებელთა რაოდენობა, ათას |
725,4 |
703,8 |
+3,1% |
2022 წელს კომპანიამ წარმატებით განახორციელა პროექტები დედაქალაქის ელექტროქსელის საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით.
საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2022 წელს შესრულდა ქვესადგურების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები, ქვესადგურებზე „ჩუღურეთი“ და „დინამო“ Т2 32 MVA ძალოვანი ტრანსფორმატორები შეიცვალა. მოცემული პროექტების განხორციელების შედეგად ქვესადგურების სიმძლავრე 7 მეგავატით გაიზარდა. 2022 წელს დაიწყო 35-110 კვ ელექტრლოქსელში SCADA-ს სისტემის დანერგვის პროექტი.
2022 წელს კომპანია „თელასმა“ 3,025 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 7,3% (205 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2021 წელს განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2022 წლის მონაცემებით 2021 წელთან შედარებით 3,1%-ით (21,6 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 725,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 652,5 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 72,9 ათასი – იურიდიური პირი.
2022 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 661 კმ შეადგინა, რაც 4,2%-ით (271 კმ-ით) აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს (6 390 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.