სს "თელასმა" "კათარზისი"-ს მობინადრეებს შობა-ახალ წელი მიულოცა

კომპანია „თელასმა“ სათნოების სახლი „კათარზისი“-ს მობინადრეებს შობა-ახალ წელი მიულოცა.

დღეს გამართულ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კომპანიის მიერ შეძენილი საახალწლო ნობათი მოხუცებს „თელასი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ გადასცა.

„თელასი“-ს დახმარებით „კათარზისი“-ს 500–მდე ბენეფიციარმა საახალწლო ნობათი- ხილი და ტკბილეული მიღო.

სათნოების სახლ „კათარზისს“ კომპანია „თელასი“ 2005 წლიდან ეხმარება საკვები პროდუქტების და საჭირო ინვენტარის შეძენაში.

„თელასი“ მომავალშიც გააგრძელებს სათნოების სახლის „კათარზისის“ მხარდაჭერას.