
ენერგეტიკულ ობიექტებში ბავშვთა ტრავმატიზმის და უბედური შემთხვევების აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების ფარგლებში, კომპანია „თელასი“ მიმართავს მშობლებს თხოვნით, გააცნონ ბავშვებს ელექტროუსაფრთხოების ელემენტარული წესები.
ხშირად ბავშვებს არ აქვთ წარმოდგენა იმ საფრთხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ელექტროობასთან. ბავშვთა ტრავმატიზმის პროფილაქტიკის დროს, მნიშვნელოვანია მშობელთა დახმარება და ყურადღება. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შევინარჩუნოთ ყველაზე ძვირფასი - ჩვენი ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
კომპანია „თელასი“ თხოვს მშობლებს გააცნონ ბავშვებს ენერგეტიკული ობიექტების სიახლოვეს ქცევის ძირითადი წესები:
- არ მიუახლოვდნენ ელექტროსადენებს;
- არ შევიდნენ სატრანსფორმატორო ქვესადგურებში;
- არ შეეხონ ძალოვან კარადებს და ელექტრომრიცხველების კარადებს;
- არ აძვრნენ ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენებზე;
- არ ითამაშონ ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ;
- არ ავიდნენ სახლების და ნებისმიერი სხვა ნაგებობების სახურავებზე, რომელთა სიახლოვეს გადის ელექტროსადენები.