სს "თელასი"-ს 2022 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2022 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 

მაჩვენებელი

202წლის

9 თვე

2021 წლის

 9 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

6 566

6284

+4,5%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ

2,241

2,071

+8,2%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

719,6

697,4

+3,2%

2022 წლის 9 თვეში კომპანია „თელასმა“ 2,241 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 8,2% (170 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2021 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

სს „თელასი“-ს აბონენტთა რაოდენობა 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 2021 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 3,2%-ით (22,2 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 719,6 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 648,1 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 71,5 ათასი – იურიდიური პირი. 

2022 წლის 9 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 566 კმ შეადგინა, რაც 4,5%-ით (282 კმ-ით) აღემატება 2021 წლის 9 თვის მაჩვენებელს (6 284 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.